ხვალ, ბუნდესლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი შინ ბოხუმს უმასპინძლებს.
აღნიშნულ შეხედრას წითელი ბარათის გამო იოზუა კიმიხი გამოტოვებს და მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე, ნაგელსმანმა 28 წლის შუახაზელის შემცვლელზე ისაუბრა:
"რაიან გრავენბერხი ხვალინდელი მატჩისთვის მიუწვდომელია. ის გუნდურ ვარჯიშს კვირას განაახლებს და პსჟ-ს წინააღმდეგ მზად იქნება, ხვალ მისთვის თამაში ნაადრევია.
ლეონ გორეცკა ჩაანაცვლებს კიმხის #6 პოზიციაზე", - განაცხადა ნაგელსმანმა.