გვარდიოლამ ლივერპულიბაიერნის პირველი მატჩი შეაფასა

გვარდიოლამ ლივერპულიბაიერნის პირველი მატჩი შეაფასა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

"ბაიერნის" თამაშს "ლივერპულის" წინააღმდეგ ვუყურე. ეს მშვენიერი მატჩი იყო. ვიცი, რომ "ენფილდზე" თამაში ძალიან რთულია, მაგრამ ისინი თავს კარგად იცავდნენ.

კითხვა თუ ვინ გავა მომდევნო ეტაპზე ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, ვინაიდან "ლივერპული" ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ეს მიუნხენელებისთვის კომპლიმენტია", - განაცხადა პეპმა, რომელიც ახლა "მანჩესტერ სიტის" თავკაცია.

მერსესაიდში "რეკორდმაისტერმა" მეორე ნომრად იასპარეზა, დაცვაში საიმედოდ იმოქმედა და უგოლო ფრეს მიაღწია.

საპასუხო შეხვედრა "ალიანს არენაზე" 13 მარტს გაიმართება.


23-02-2019, 20:23
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2