კვირას, ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე უნიონ ბერლინს უმასპინძლებს.
აღნიშნული შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბაიერნსაც და უნიონ ბერლინსაც 21 ტურის შემდეგ თანაბარი 43-43 ქულებით აქვთ, ისევე როგორც დორტმუნდს.
მატჩამდე ორი დღით ადრე, ნაგელსმანმა ბუნდესლიგის მოგების მნიშვნელობაზე მცირე კომენტარი გააკეთა:
"თუ შიდა ჩემპიონატს ზედიზედ რამდენჯერმე მოიგებ, შემდეგ საკუთარი ამბიციები უნდა დაიცვა. ჩვენ კვლავ ცხრილის სათავეში ვართ და ყველაფერი ჩვენს ხელთაა", - განაცხადა ნაგელსმანმა.