ხვალ, ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი შინ უნიონ ბერლინს უმასპინძლებს.
აღნიშნული შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბაიერნსაც და უნიონ ბერლინსაც 21 ტურის შემდეგ თანაბარი 43-43 ქულებით აქვთ, ისევე როგორც დორტმუნდს.
ბაიერნი (3-5-2): ზომერი - პავარი, დე ლიხტი, დევისი - კანსელო, კიმიხი, გორეცკა, მუსიალა, კომანი - მიულერი, ჩუპო-მოტინგი.
ცნობისთვის, გერმანული მედია ვარაუდობს, რომ სადიო მანე სათადარიგოთა სკამზე იქნება და რამდენიმე თვიანი ტრავმის შემდეგ, მოედანს დიდი ალბათობით ხვალ დაუბრუნდება.