ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა უნიონ ბერლინს უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დამაარცხა - აღნიშნული გამარჯვებით, ნაგელსმანის გუნდმა გერმანიის ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ახალგაზრდა მწვრთნელმაც გააკეთა:
"თუ სამომავლოდაც ისე ვითამაშებთ, როგორც დღეს, მაშინ ჩვენი დაჭერა სატურნირო ცხრილში რთული იქნება. დღევანდელი მდგომარეობით, არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ გარკვეული კრიტერიუმები უკვე დავადგინეთ.
თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, რეალურად, მხოლოდ ორი შანსი გავანიავეთ. ბიჭებმა ამ კვირაში ძალიან კარგად ივარჯიშეს და მოედანზე ყველაფერი ზუსტად განახორციელეს", - განაცხადა ნაგელსმანმა.