ხვალ, ბუნდესლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად შტუტგარტს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი მიუნხენელთა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას ასახელებს.
(4-2-3-1): ზომერი - პავარი, უპამეკანო, დე ლიხტი, დევისი - კიმიხი, მუსიალა - სანე, მიულერი, კომანი - ჩუპო მოტინგი.
შეგახსენებთ, ნაგელსმანის გუნდს წინა შეხვედრაში სადიო მანე დაუბრუნდა, თუმცა, როგორც ჩანს სენეგალელი მატჩის სრულად სათამაშოდ მზად ჯერ არ არის და სავარაუდოდ ხვალაც შეცვლაზე შემოვა.