ბუნდესლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ლევერკუზენს დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ბაიერნის ყოფილმა ფებუხრთელმა და ამჟამად ლევერკუზენის თავკაცმა, ჩაბი ალონსომ გააკეთა:
"ამ მომენტისთვის ბაიერნი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში, ამიტომაც დაძაბულ თამაშს ველოდით. მოვახერხეთ და ბურთის გაკონტროლება ასე თუ ისე შევძელით, ნაგელსმანს ვეთანხმები - ნამდვილად დამსახურებულად გავიმარჯვეთ და მნიშვნელოვანი 3 ქულაც ჩავიწერეთ აქტივში", - განაცხადა ალონსომ.