მოგეხსენებათ ტრავმის გამო მანუელ ნოიერი მიმდინარე სეზონს სრულად გამოტოვებს, რის გამოც ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება სხვა მეკარეებს მიეცემათ, ჰანს ფლიკი კი ნომერ პირველ ალტერნატივად ტერ შტეგენს განიხილავს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტერ შტეგენმა სწორედ ნოიერის დაბრუნებაზე ისაუბრა:
"მისი ტრავმის შემდეგ ერთმანეთს ტექსტური შეტყობინებით დავუკავშირდით.
ვიმედოვნებ, რომ მისი რეაბილიტაციის პროცესი კარგად ჩაივლის და მოედანს სწრაფად დაუბრუნდება, მაგრამ ამასთან დრო კარგად უნდა გამოიყენოს, რომ 100%-ით დაბრუნდეს.
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მას როგორც კოლეგას, მეგობარს და დიდი ხნის თანაგუნდელს ეროვნულ ნაკრებში", - განაცხადა ტერ შტეგენმა.