მოგეხსენებათ, ბაიერნმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნაგელსმანი დროზე ადრე დაითხოვა და მის შემცვლელად ტომას ტუხელი მოიყვანა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ტუხელმა ბაიერნის ყოფილ მწვრთნელზე ისაუბრა:
"რა თქმა უნდა მას თანავუგრძნობ, მაგრამ ეს ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. დავუკავშირდი თუ არა მას? ცხადია მაშინვე არა, არ მინდა უპატივცემულობა გამოვხატო. რაღაც მომენტში ჩვენი გზები გადაიკვეთება და ვისაუბრებთ", - განაცხადა ტუხელმა.