მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნში მთავარი მწვრთნელის პოსტზე იულიან ნაგელსმანი ასევე გერმანელმა სპეციალისტმა, ტომას ტუხელმა ჩაანაცვლა.
დღეს, ტუხელს, სანაკრებო შესვენებიდან გამომდინარე პირველად მიეცა საშუალება მთელ გუნდთან ერთად ევარჯიშა, რა დროსაც პირისპირ რაიან გრავენბერხთან 6 წუთის განმავლობაში საუბრობდა.
როგორც რამოდენიმე გერმანული გამოცემა ირწმუნება, ტუხელი მზად არის 20 წლის შუახაზელს თავის გამოჩენის საშუალება მისცეს.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელ ნახევარმცველს ნაგელსმანის გუნდში ყოფნის პერიოდში არც ისე მეტი სათამაშო დრო ეძლეოდა.