ხვალ, ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი მთავარ კონკურენტს, დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლებს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიერნის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა:
"ეს დიდი თამაშია როგორც ბუნდესლიგისთის, ასევე ჩვენთვის, როგორც გუნდმა გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ - ეს გუნდი და ფეხბურთელები ამას შეჩვეულები არიან.
ეს დიდი თამაშია და ვიმედოვნებ, რომ მზად ვიქნებით, ყველა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ", - განაცხადა ტუხელმა.
ცნობისთვის, 49 წლის სპეციალისტი დორტმუნდს 2015-17 წლებში წვრთნიდა.