მოგეხსენებათ, რაიან გრავენბერხი მიუნხენის ბაიერნში საკუთარი სათამაშო დროით უკმაყოფილოა.
20 წლის შუახაზელს ნაგელსმანი არ წყალობდა და ტუხელის დანიშვნის შემდეგ, გერმანული მედია ირწმუნებოდა, რომ გრავენბერხს თავის გამოსაჩენად მეტი სათამაშო დრო მიეცემოდა, თუმცა სულ ტყუილად.
როგორც ადგილობრივი გამოცემა BILD-ის ჟურნალისტი კრისტიან ფოლკი ირწმუნება, გრავენბერხმა ბაიერნს გარკვევით განუცხადა, რომ ლივერპულში გადასვლა სურს, თავის მხრივ იურგენ კლოპსაც სურს ნიდერლანდელის დამატება, მაგრამ ტუხელი გრავენბერხის დარჩენაში დარწმუნებას მაინც შეეცდება.
მოლაპარაკებები გრძელდება და ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.