მოგეხსენებათ, გულშემატკივართა დიდი ნაწილი და ხელმძღვანელობა კანი-სალიჰამიჯიჩის მუშაობით უკმაყოფილოა, ყოველივე ამაზე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი რეკორდმაისტერის დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმაც გააკეთა:
"ძალიან კარგად შემიძლია გავუმკლავდე ამ სიტუაციას, ამიტომაც ვცდილობ ჩემი საქმე გავაკეთო და გადაწყვეტილებები ბაიერნის სასარგებლოდ მივიღო - ამისათვის 24/7-ზე ვმუშაობ", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.