მიუნხენის ბაიერნის 27 წლის ვინგერი სერჟ გნაბრი ნელ-ნელა ფორმაში შედის, ტუხელმა გერმანელი შემტევი ბოლო ორი მატჩის განმავლობაში 90 წუთი ათამაშა და გნაბრიმაც ორივე მატჩში თითო-თითო გოლის გატანა მოახერხა.
გნაბრის სათამაშო ფორმაზე კომენტარი ჰასან სალიჰამიჯიჩმაც გააკეთა:
"გნაბრი უნდა შეაქოთ, როცა რაღაცეებს კარგად აკეთებს. ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რადგან ტოპ ფეხბურთელია, რომელსაც გოლების გატანა შეუძლია - ეს უკვე ზედიზედ მეორედ გააკეთა.
გოლების გატანა მისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან უფრო თავდაჯერებული ხდება, რაც საბოლოოდ გუნდზე უკეთ აისახება", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.