მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ ნუსაირ მაზრაუიმ ბაიერნის სასტარტო შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა, მეტიც, 25 წლის მცველს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლეოდა, თუმცა სიტუაცია ბოლო 3 მატჩია რაც შეიცვალა და მაზრაუი სისტემატიურად გუნდის ძირითად შემადგენლობაშია.
აღნიშნულზე კომენტარი თავად მაროკოელმა მცველმა გააკეთა:
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სეზონის ბოლო ფაზაში გუნდის დახმარება კვლავ შევძელი. თუ გადახედავთ სეზონის მოერე ნახევარს, დაინახავთ, რომ გუნდში ტრავმების გამო ვთამაშობ, მაგრამ კლუბში ყველას, მათ შორის მწვრთნელსაც ვეუბნები, რომ როცა საჭირო ვიქნები, მზად ვართ - ბოლო მატჩში სწორედ ეს ვაჩვენე", - განაცხადა მაზრაუიმ.