მოგეხსენებათ, ბუნდესლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე შალკეს უმასპინძლა და მეტოქე 6:0 გაანადგურა.
აღნიშნულ მატჩში სერჟ გნაბრიმ დუბლი გაიფორმა და უნდა აღინიშნოს, რომ 27 წლის შემტევი ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ ფორმაში შევიდა, რაზეც ჟურნალისტებთან რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმაც ისაუბრა.
"სერჟი ძალიან გულმოდგინეა ვარჯიშებზე. მას საუცხოო ხასიათი აქვს და გუნდს როგორც შეტევაში, ისე დაცვაშიც კარგად ეხმარება.
გნაბრის სჭირდებოდა რიტმი, მეტი სათამაშო დრო და ცოტა იღბალი, რომ უკეთ ათამაშებულიყო. ეს კარგი და მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ გოლები ეხმარება თავდამსხმელებს ხასიათის გამოსწორებაში - მის გამო ბედნიერი ვარ", - განაცხადა ტუხელმა.