როგორც კლუბის ინსაიდერი და Sky Sports-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი წერს, სადიო მანე კვლავ რჩება ბაიერნის ამ ზაფხულში დატოვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად.
კლუბში იმედი აქვთ, რომ სენეგალელი სათადარიგოთა მოთამაშედ დარჩენას არ ისურვებს და მის ტრანსფერში ბაიერნიც მიიღებს თანხას.
როგორც პლეტენბერგი წერს, სანეს მაღალი ხელფასის გათვალისწინებით, მეტად სავარაუდოა, რომ 31 წლის შემტევმა კარიერა კვლავ პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.
ცნობისთვის, სადიო მანესა და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულს გასდის.