მოგეხსენებათ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტიდან 6-თვიანი იჯარის წესით პორტუგალიელი მცველი ჟოაო კანსელო დაიმატა.
როგორც იწერება, ჟოაო კანსელოს ტრანსფერით არსენალი დაინტერესდა, თუმცა, ლონდონში შიშობენ, რომ მანჩესტერ სიტის ფეხბურთელის მათთვის მიყიდვის სურვილი არ ექნება.
უკვე თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ ჟოაო ზაფხულში კვლავ პეპ გვარდიოლას გუნდს დაუბრუნდება, რადგან მანჩესტერ სიტი კანსელოს ნაცვლად 70 მილიონ ევროს ითხოვს, ეს კი ბაიერნისთვის სერიოზული თანხაა.