მოგეხსენებათ, ილქაი გიუნდოგანი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება, შესაბამისად გერმანელ მოთამაშეს მანჩესტერ სიტის უფასოდ დატოვების შესაძლბელობა ექნება.
როგორც გერმანულ გამოცემებში იწერება, გიუნდოგანის თავი მიუნხენის ბაიერნს შესთავაზეს, თუმცა რეკორდმაისტერმა შესაძლო ტრანსფერზე უარი თავიდანვე თქვა, რადგან ამ პოზიციაზე ტომას ტუხელის გუნდს ბევრი მოთამაშე ჰყავს და ნახევარდაცვის გადატვირთვა მეტად აღარ სურს.
გარდა ამისა, 32 წლის შუახაზელის დამატებით კატალონიის ბარსელონა არის დაინტერესებული და ფავორიტებიც ისინი არიან.