მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნის 22 წლის მცველის, ალფონსო დევისის მომავალზე ბოლო პერიოდში ბევრი იწერება.
არაერთი უცხოური გამოცემის მტკიცებით, არის ალბათობა, რომ ფონზიმ ბაიერნი დატოვოს და კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს, ყველაზე ხშირად კი დევისის სახელის გვერდით რეალ მადრიდს ახსენებენ.
გავრცელებულ ჭორებზე და საკუთარი კლიენტის მომავალზე ალფონსო დევისის აგენტმა ნიკ ჰუოსემაც ისაუბრა:
"რამდენიმე კლუბი დაინტერესებულია დევისის დამატებით, მაგრამ პირდაპირი მოლაპარაკებები არც ერთ გუნდთან არ მიმდინარეობს. დევისს კონტრაქტის თანახმად კიდევ ორი წელი დარჩა და ბაიერნი იმედოვნებს, რომ არსებული კონტრაქტი კიდევ გახანგრძლივდება, თუმცა ჯერ არაფერია დადასტურებული", - განაცხადა ჰუოსემ.