როგორც ბაიერნის ინსაიდერი, კრისტიან ფალკი ირწმუნება, რაიან გრავენბერხის ტრანსფერით მანჩესტერ იუნაიტედი ძალიან არის დაინტერესებული, თუმცა ტენ ჰაგის გუნდს ამ დრომდე არც ბაიერნისთვის და არც ფეხბურთელის წარმომადგენლებისთვის მიუმართავს.
სამაგიეროდ, გრავენბერხის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გამართა ლივერპულმა, მიუხედავად ამისა ბაიერნის პოზიცია ამ დრომდე უცვლელია - გრავენბერხი არ იყიდება!
მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნის ავსტრიელი ნახევარმცველი, მარსელ ზაბიცერი 6-თვიანი იჯარის წესით მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობს - ინგლისში 28 წლის შუახაზელის თამაშით კმაყოფილები არიან და არ გამორიცხავენ, იჯარის ამოწურვის შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდას ხელახლა მიუჯდნენ და ავსტრიელი ფეხბურთელის გამოსყიდვაზე დაიწყონ მუშაობა.