მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა იულიან ნაგელსმანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კონტრაქტის ამოწურვამდე გაათავისუფლა, რის გამოც რეკორდმაისტერს ახალგაზრდა სპეციალისტისთვის ხელფასის გადახდა მანამდე მოუწევს, სანამ ნაგელსმანი ახალ კლუბს არ იპოვის.
თუმცა, ახლახანს გაირკვა, რომ თუ ნაგელსმანი ახალ კლუბს ამ ზაფხულს ვერ იპოვის, ბაიერნი პირველი ივლისიდან მისთვის ხელფასის 80%-ის გადახდას გააგრძელებს, თუ მომავალ წელსაც უმუშევარი დარჩება ნაგელსმანი, ანაზღაურება 65%-მდე შემცირდება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ 35 წლის მწვრთნელი ბაიერნიდან წასვლის შემდეგ შემოთავაზებების ნაკლებობას არ განიცდიდა, თუმცა, ჯერჯერობით მის მომავალ კლუბზე ცნობილი არაფერია.