ხვალ, ბუნდესლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე ლაიპციგს უმასპინძლებს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, რეკორდმაისტერს ლეგენდარული ფეხბურთელი არიენ რობენი ეწვია და ფეხბურთელებს შეხვდა.
რობენის სტუმრობაზე სახალისო კომენტარი ტომას ტუხელმა გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:
"ვეცადე დამერწმუნებინა, რომ ხვალ ეთამაშა (იცინის). პრობლემა ის არის, რომ ის ჩემპიონატში დარეგისტრირებული არ არის, ამის თაობაზე კი კეტლინ კრუგერს უნდა დაველაპარაკოთ.
ხუმრობა რომ იქით გადავდოთ - მისი აქ ყოფნა სასიამოვნოა. ის მუდამ "მშიერი" და ამავე დროს ძალიან თავმდაბალი პიროვნებაა, რობენისნაირი ფეხბურთელებისგან ყველა სპორტმენს შეუძლია რაღაც ისწავლოს", - განაცხადა ტუხელმა.