ბუნდესლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა ლაიპციგს უმასპინძლა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 1:3 დამარცხდა.
შედეგად, თუ დორტმუნდი ხვალინდელ მატჩში აუგსბურგს გასვლაზე დაამარცხებს, ბოლო ტურში ისინი ერთპიროვნულად გალიდერდებიან და შესაძლოა ბაიერნის ჰეგემონია ბუნდესლიგაში დასრულდეს.
რაც შეეხება მატჩის საუკეთესო მოთამაშეს, sofascore.com-ის ვერსიით ყველაზე მაღალი შეფასება (8.9) კორნად ლაიმერმა მიიღო, რომელიც მომდევნო სეზონში ბაიერნში ითამაშებს.
ბაიერნიდან კი უმაღლესი შეფასება (7.5) იოზუა კიმიხს ერგო, ხოლო ყველაზე დაბალი (6.3) სამ მცველს, მაზრაუის, პავარს და კანსელოს ერგოთ.