ბუნდესლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა ლაიპციგს უმასპინძლა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 1:3 დამარცხდა.
შედეგად, თუ დორტმუნდი ხვალინდელ მატჩში აუგსბურგს გასვლაზე დაამარცხებს, ბოლო ტურში ისინი ერთპიროვნულად გალიდერდებიან და შესაძლოა ბაიერნის ჰეგემონია ბუნდესლიგაში დასრულდეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიულერმა ბუნდესლიგის სატიტული რბოლაზე და დარჩენილ მატჩებზე ისაუბრა:
"დორტმუნდს თავისი თამაშები ჯერ კიდევ მოსაგები აქვს - ბუნდესლიგის ტიტულისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, საკმარისი გამოცდილება მაქვს და მჯერა, რომ ყველაფერი საბოლოოდ არ დასრულებულა!", - განაცხადა მიულერმა.