როგორც უკვე მოგახსენეთ, ბუნდესლიგის ბოლო ტურში გაჩემპიონების შემდეგ მიუნხენის ბაიერნმა დაკავებული თანამდებობიდან ოლივერ კანი და ჰასან სალიჰამიჯიჩი გაათავისუფლა.
SPORTBILD-ის ინფორმაციით, სალიჰამიჯიჩმა როდესაც გაიგო, რომ გუნდიდან წასვლა მოუწევდა, გასახდელში შევიდა და ფეხბურთელებს შემდეგი რამ უთხრა: "ჩემთვის პატივი იყო თქვენთან მუშაობა! თქვენ დიდებული გუნდი ხართ!“
ამის შემდეგ გასახდელში "ბრაზოს" მიმართ ოვაციები გაისმა და ფეხბურთელებს ემოციურად დაემშვიდობა.