მანჯუკიჩს ბაიერნში დაბრუნება უნდა

მანჯუკიჩს ბაიერნში დაბრუნება უნდა

გამოცდილი ხორვატი თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი, იანვარში გერმანულ გრანდში დაბრუნებას აპირებს.

იტალიური გამოცემა "Calciomercato" იტყობინება, რომ ტურინის "იუვენტუსის" 33 წლის ცხრიანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იტალიას დატოვებს და მისი მთავარი სურვილი მიუნხენში დაბრუნებაა.

მანჯუკიჩმა "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მიმდინარე სეზონში არცერთ თამაშში არ მიუღია მონაწილეობა.

მარიოს გადაბირება "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურს, მაგრამ თავად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი "ბაიერნს" უფრო წინ აყენებს.

მარიო მანჯუკიჩი მიუნხენური გრანდის ღირსებას 2012-14 წლებში იცავდა და 88 თამაშში 48 გოლის გატანა მოახერხა.


5-11-2019, 01:16
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2