მოგეხსენებათ, ბუნდესლიგის ბოლო ტურში გაჩემპიონების შემდეგ მიუნხენის ბაიერნმა დაკავებული თანამდებობიდან ოლივერ კანი და ჰასან სალიჰამიჯიჩი გაათავისუფლა.
მიუხედავად ამისა, ბაიერნი კვლავ ახალი სპორტული დირექტორის ძიების პროცესშია, რაზეც კლუბის პრეზიდენტმა ჰერბეტ ჰაინერმაც ისაუბრა.
"ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო წარმოდგენა და ხედვა იმის თაობაზე, თუ როგორი ადამიანი გვჭირდება ამ პოზიციაზე. გვჭირდება ამბიციური ადამიანი, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალი იქნება.
როდესაც სპორტულ დირექტორს ვეძებთ, საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ სიჩქარეს ჯობია საქმე ხარისხიანად გავაკეთოთ. რა თქმა უნდა ჩვენი სურვილიცაა, რომ ეს საკითხი მალე დაიხუროს, მაგრამ თუ ამას რამდენიმე თვე ან შობამდე დაცა დასჭირდება, ეს არ გვაწუხებს.
ამ პოზიციაზე დაინიშნება ადამიანი, რომელშიც სრულად ვიქნებით დარწმუნებულები და ვინც შეძლებს ჩვენი ამბიციური გეგმების მიღწევას", - განაცხადა ჰაინერმა.