მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნის 22 მცველის, ალფონსო დევისის სახელს ბოლო პერიოდში მადრიდის რეალს აქტიურად უკავშირებდნენ და მისი ბაიერნიდან წასვლაზე ხშირად იწერებოდა.
გავრცელებულ ჭორებზე კომენტარი კანადელმა მცველმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ბაიერნთან 2-წლიანი კონტრაქტი კვლავ აკავშირებს.
"სატრანსფერო ჭორები მუდმივად იარსებებს, მაგრამ ისინი დღის ბოლოს კვლავ ჭორებად რჩება. ბაიერნში ჯერ კიდევ ორი წელი დამრჩა და ჩემი მთავარი მიზანი აქ ყოფნა და გუნდის დახმარებაა.
ამჟამად ბაიერნში ცვლილებების დროა, განსაკუთრებით მენეჯმენტის კუთხით, მაგრამ ეს ფეხბურთელებზე არ მოქმედებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ კლუბში თამაში, რომელშიც ვარ", - განაცხადა დევისმა.