მოგეხსენებათ, ჰანს ფლიკის გერმანიის ნაკრებში დანიშვნის შემდეგ, 58 წლის სპეციალისტს ცუდი სტატისტიკა აქვს - ყოველივე ეს კი ბოლოს გამართულ ივნისის სანაკრებო ამხანაგურ შეხვედრებში ვერ მოგებული მატჩებით დაგვირგვინდა.
კოლუმბიასთან წაგებული მატჩის შემდეგ ბევრი იწერებოდა იმის თაობაზე, რომ გერმანიის ნაკრების ხელმძღვანელობა ფლიკის გაშვებას განიხილავდა.
საქმე კი შემდეგნაირადაა - ფლიკი ესაუბრა ხელმძღვანელობას და საუბრის განმავლობაში 58 წლის სპეციალისტი თვითკრიტიკული იყო. ნაკრებში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მინიმუმ სექტემბრის სანაკრებო მატჩებამდე ფლიკი გუნდს არ დატოვებს.
თუ ვერც სექტემბერში მიაღწევს ჰანს ფლიკი წარმატებას, ამ შემთხვევაში მისი გაშვების თემა კვლავ აქტუალური გახდება.