მოგეხსენებათ, ჰანს ფლიკის გერმანიის ნაკრებში დანიშვნის შემდეგ, 58 წლის სპეციალისტს ცუდი სტატისტიკა აქვს - ყოველივე ეს კი ბოლოს გამართულ ივნისის სანაკრებო ამხანაგურ შეხვედრებში ვერ მოგებული მატჩებით დაგვირგვინდა.
კოლუმბიასთან წაგებული მატჩის შემდეგ ბევრი იწერებოდა იმის თაობაზე, რომ გერმანიის ნაკრების ხელმძღვანელობა ფლიკის გაშვებას განიხილავდა, იწერებოდა იურგენ კლოპის ვარიანტზეც, რაზეც ლივერპულის მწვრთნელის აგენტმაც ისაუბრა:
"კლოპს ლივერპულთან გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს და ამასთან გერმანიის ნაკრებსაც ჰყავს მწვრთნელი - ასე რომ ეს ჩვენთვის განხილვის თემა საერთოდ არ არის", - აცხადებს მარკ კოსიჩკი.
რაც შეეხება ფლიკის, საქმე შემდეგნაირადაა - ჰანსი ესაუბრა ხელმძღვანელობას და საუბრის განმავლობაში 58 წლის სპეციალისტი თვითკრიტიკული იყო. ნაკრებში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მინიმუმ სექტემბრის სანაკრებო მატჩებამდე ფლიკი გუნდს არ დატოვებს.
თუ ვერც სექტემბერში მიაღწევს ჰანს ფლიკი წარმატებას, ამ შემთხვევაში მისი გაშვების თემა კვლავ აქტუალური გახდება.