მოგეხსენებათ, ამ სატრანსფერო ფანჯარაზე მიუნხენის ბაიერნი ვესთ ჰემის 24 წლის ნახევარმცველის დეკლრან რაისი გადმობირებას სცდილობდა, მაგრამ ბოლო დღეებში რეკორდმაისტერი ფეხბურთელის მაღალი სატრანსფერო თანხის გამო სატრანსფერო რბოლას გამოეთიშა.
ბოლო პერიოდში იწერებოდა, რომ ინგლისელი ფეხბურთელი კარიერას არსენალში გააგრძელებდა, მაგრამ უახლოეს საათებში ყველაფერი შეიცვალა - დეკლან რაისის დამატების ყველაზე მეტი შანსი ახლა მანჩესტერ სიტის აქვს.
Sky Sports-ის იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ მანჩესტერ სიტი 24 წლის ნახევარმცველს ილქაი გიუნდოგანის შემცვლელად მოიაზრებენ.