პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა ბაიერნის ახალწვეულზე რაფაელ გერეროზე ისაუბრა:
"ტექნიკურად, რაფაელ გერერო თითქმის სრულყოფილი მოთამაშეა, მაგრამ მისი ყველაზე ძლიერი მხარე თამაშის წაკითხვაა. თუ მის გუნდს პრობლემა აქვს, უბრალოდ მას უნდა მისცეთ ბურთი - ყოველთვის იცის, რა უნდა გააკეთოს ტაქტიკურად.
მას მშვენივრად შეუძლია 3 პოზიციაზე თამაში, კარგი ის არის, რომ ტომას ტუხელი მას დორტმუნდიდან იცნობს და იცის როგორ გამოიყენოს მისი შესაძლბელობები ზუსტად.
გერერო შესანიშნავი ბიჭია და ყოველთვის შეუძლია გუნდის ერთ-ერთ მექანიზმად იქცეს, რადგან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია", - განაცხადა სანტოშმა.