გერმანული გამოცემების მტკიცებით, ნუსაირ მაზრაუის აგენტმა რაფაელ პიმენტამ საკუთარი კლიენტი გუშინ იტალიურ იუვენტუსს შესთავაზა და კლუბის წარმომადგენლებს პირადადაც შეხვდა.
თავის მხრივ, იუვენტუსი დაინტერესებულია მარცხენა მცველის დამატებით, მაგრამ უპირატესობას სერია A-ში მოთამაშე გამოცდილ მცველს მიანიჭებენ.
შესაძლო ტრანსფერის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.