როგორც დღეს უკვე მოგახსენეთ, ბაიერნმა მანჩესტერ სიტის მცველთან კაი უოკერთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და ინგლისელი ბაიერნში გადმოსვლაზე დაითანხმა.
ახლა რეკორდმაისტერმა მსგავს შეთანხმებას მანჩესტერ სიტისთანაც უნდა მიაღწიოს და ტრანსფერი საბოლოოდ დაიხურება.
იწერება, რომ პეპ გვარდიოლას ბაიერნის ფრანგი მცველი, ბენჟამინ პავარი ძალიან მოსწონს და მანჩესტერ სიტიც აღნიშნული ტრანსფერით ბოლო საათებში სერიოზულად დაინტერესდა. არ არის გამორიცხული, უოკერის სანაცვლოდ გარიგებაში ბაიერნმა პავარიც გამოიყენოს.
გარდა მანჩესტერ სიტისა, ფრანგი მცველის დამატებით კიდევ 2 ტოპ კლუბია დაინტერესებული - საუბარია იუვენტუსსა და მანჩესტერ იუნაიტედზე. მოსალოდნელია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პავარის მომავალთან დაკავშირებით მომდევნო კვირას იქნას მიღებული.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ პავარისთვის ბრძოლას ბარსელონა ფინანსური პრობლემების გამო გამოეთიშა.