მოგეხსენებათ მიუნხენის ბაიერნი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლუკას ერნანდესმა დატოვა და სამშობლოში, პსჟ-ში დაბრუნდა.
ცხადია, ბაიერნი 27 წლის მცველის შემცვლელის ძიებაშია და ყველაზე ხშირად რეკორდმაისტერის სახელს მანჩესტერ სიტის მცველს, კაი უოკერს უკავშირებენ - ტუხელმა აღნიშნულ საკითხზე მედიასთან დღეს ისაუბრა.
"ერნანდესის ჩანაცვლება გვსურს და დიდი საიდუმლო არ არის, თუ ვისი დამატება გვსურს ამ პოზიციაზე, მაგრამ სახელს შეგნებულად არ დავასახელებ, რადგან მოლაპარაკებების დროს ეს ხშირად არ გვეხმარება.
ამ პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის წარდგენას მომდევნო რამდენიმე დღეში შევეცდებით...", - აღნიშნა ტუხელმა.