ინგლისურ მედიაში ახლახნას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰარი კეინი ტოტენჰემთნა ახალ კონტრაქტს არ მოაწერს ხელს, რადგან 29 წლის ფორვარდს ბაიერნში გადასვლა სურს იმ შემთხვევაში, თუ კლუბები შეთანხმებას მიაღწევენ.
როგორც იწერება, ტოტენჰემი დაახლოებით 100 მილიონ ფუნტს (115 მლნ ევრო) ითხოვს იმისათვის, რომ კეინის გაყიდვა განიხილოს.
სიტუაცია შესაძლოა შემდეგნაირადაც განვითარდეს: კეინი ტოტენჰემს ამ ზაფხულს ვერ დატოვებს, თუმცა გუნდიდან წასვლა მომდევნო ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ შეეძლება - მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში, გამორიცხულია ინგლისელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.