კომანი დერ კლასიკერი აუცილებლად უნდა მოვიგოთ

კომანი დერ კლასიკერი აუცილებლად უნდა მოვიგოთ

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა გარემარბმა, კინგსლი კომანმა, დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოახლოვებულ სუპერ-მატჩზე გააკეთა კომენტარი.

"ვიცი, რომ სახლში ხშირად ვიგებთ, თანაც დიდი ანგარიშით და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. ეს ყოველთვის რთული მატჩია, რომელიც აუცილებლად მოსაგებია!

ტიტულის ერთ-ერთ კანდიდატს ვუპირისპირდებით. ეს მატჩი მნიშვნელოვანია ფანებისთვისაც. აუცილებლად უნდა მოვიგოთ!", - განაცხადა 23 წლის ფრანგმა.

"რეკორდმაისტერი" გერმანიის ჩემპიონატის მე-11 ტურში სახლში დორტმუნდის "ბორუსიას" მიიღებს. თამაში კვირას ჩვენი დროით 18:30 საათზე დაიწყება.

10 სათამაშო კვირის შემდეგ ბუნდესლიგას 22 ქულით მიუნხენგლადბახის "ბორუსია" ლიდერობს, შემდეგ 19 ქულით მოდიან დორტმუნდელები. "ლაიფციგს", "ბაიერნს", "ფრაიბურგსა" და "შალკეს" 18 ქულა აქვთ.


8-11-2019, 00:46
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0