ჰავერტცმა თავის მომავალზე ისაუბრა

ჰავერტცმა თავის მომავალზე ისაუბრა

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ლევერკუზენის "ბაიერის" ნახევარმცველმა, კაი ჰავერტცმა, თავის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, "ბაიერში" საკმარისი საერთაშორისო გამოცდილება მივიღე. ვფიქრობ, რითმი ავითვისე და ნებისმიერ დროს შემიძლია გერმანიის საზღვრებს მიღმა ნებისმიერ ქვეყანაში გადასვლა.

"ბარსელონას" ინტერესი? დიახ, სტილისტურად "ბარსელონა" შემეფერება, რადგან ბურთის კონტროლზე აწყობს თამაშს, მაგრამ ასეთი კიდევ ბევრი დიდი გუნდია.

ჩემთვის შთაგონების წყარო ერთი კონკრეტული მოთამაშე არ ყოფილა. მომწონდა ზიდანი, კაკა, რონალდინიო...ისინი ყოველთვის ჩემი კუმირები იყვნენ.

მიუნხენის "ბაიერნი" ? ეს გერმანიაში უდიდესი კლუბია და "ბაიერნში" არაერთი ახალგაზრდა ჩამოყალიბებულა მსოფლიო კლასის მოთამაშედ.

ერთი რამ ნათელია: თუ გინდა გერმანიაში გახდე ვარსკვლავი, მაშინ "ბაიერნში" უნდა წახვიდე", - აღნიშნა 20 წლის გერმანელმა.

კაი ჰავერტცმა მიმდინარე სეზონში სულ 15 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.


8-11-2019, 00:51
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2