ფლიკი ახლა ძირითადად დაცვაზე ვმუშაობთ

ფლიკი ახლა ძირითადად დაცვაზე ვმუშაობთ

მიუნხენური კლუბის დროებითმა თავკაცმა, ჰანსი ფლიკმა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე გუნდში მიმდინარე პროცესებსა და მუშაობაზე ისაუბრა.

"წინა მატჩში დაცვაზე ვიყავით კონცენტრირებულნი. გუნდმა კარგად ითამაშა. კიმიხმა 13,6 კილომეტრი ირბინა, თომასმა - 12,6.

შეტევაშიც გვაქვს ბევრი რამ გასაუმჯობესებელი. თუ კარგი დაცვა გყავს, მაშინ შეტევაც პროდუქტიული იქნება. ჩვენი მთავარი მიზანი ამ მომენტისთვის სწორედ ესაა.

გუნდი მონდომებული და კონცენტრირებულია. მე მომწონს ფეხბურთი ბურთის კონტროლითა და ეფექტურობით, მაგრამ ჯერჯერობით მცირე გაურკვევლობაში ვართ, მეტი კონტროლი გვჭირდება.

თამაშით, რომელსაც ბოლო პერიოდში ვაჩვენებდით, უკმაყოფილონი ვართ. "ბაიერნში" ყველა სხვა ვითარებას არის მიჩვეული", - განაცხადა ფლიკმა.

54 წლის გერმანელმა თავისი სადებიუტო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე შინ "ოლიმპიაკოსთან" 2:0 მოიგო და შეწყვიტა 8 მატჩიანი "სველი" სერია.


9-11-2019, 00:11
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2