მოგეხსენებათ, 45 წლის ასაკში ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც იწერება, იტალიელმა კარის დარაჯმა საუდის არაბეთიდან სარფიანი შეთავაზება მიიღო, რაც ანაზღაურების სახით, ორ წელიწადში 30 მილიონ ევროს გულისხმობდა, თუმცა, ბუფონმა საბოლოოდ უარი თქვა.
ჯანლუიჯი ბუფონის ფეხბურთიდან წასვლას მიუნხენის ბაიერნიც გამოეხმაურა.
"ყველა დროის ერთ-ერთმა დიდებულმა მეკარემ ხელთათმანები ჩამოკიდა. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ კარიერის შემდეგ ბუფონ!", - წერია პოსტში.
გირჩევთ: როგორ გამოეხმაურა მანუელ ნოიერი ბუფონის კარიერის დასრულებას? (ფოტო)