ფაბრიციო რომანო ჰარი კეინის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე ახალ დეტალებს გვიზიარებს.
იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, პრემიერ ლიგის დაწყების შემთხვევაში თუ კეინი კვლავ ტოტენჰემის ფეხბურთელი იქნება, ამ შემთხვევაში ტრანსფერის ალბათობა მინიმუმამდე დავა - თავად ფეხბურთელის სურვილია, თუ გარიგება დასრულდება, ყველაფერი ამ კვირაშივე გადაწყდეს.
ამის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან ბაიერნიც და ტოტენჰემიც და მხარეები შეთანხმების მიღწევას გაძლიერებული ძალებით შეეცდებიან.