გერმანული მედიის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნის ფრანგ შემტევს, კინგლის კომანს ამ ზაფხულს კარიერის საუდის არებთში გაგრზელების ვარიანტი ჰქონდა.
როგორც იწერება, 27 წლის მარცხენა ვინგერს საუდის არაბეთის ორი კლუბი დაუკავშირდა და მას ხელფასის სახით ყოველწლიურად დაახლოებით 45 მილიონად - 65 მილიონ ევრომდე სთავაზობდა, კონტრაქტის სახით კი კომანს 3-წლიან ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერა ხელი.
მიუხედავად სარფიანი შეთავაზებისა, კინგლის კომანმა არაბული კლუბები მაშინვე უარით გაისტუმრა, რადგან ფრანგს კარიერის ევროპაში, მაღალ დონეზე გაგრძელება სურს.
დაიწერა ისიც, რომ კომანი არაბეთში გადასვლას 100 მილიონი ევროს სანაცვლოდაც არ განიხილავდა.