Crystalsport-ის ჟურნალისტმა, დიმა შარიქაძემ ტვიტერზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა - მიუნხენის ბაიერნის აკადემიის 15 წლის ფეხბურთელმა, ჯამალ კაიშვილმა, რომელიც საქართველოში ნამყოფიც კი არაა, საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანული გრანდის ტალანტს შემოთავაზება გერმანიის ნაკრებიდან ჰქონდა, თუმცა ათიანმა არჩევანი საქართველოზე შეაჩერა.
ცნობისთვის, კაციაშვილი უკვე ექვსი წელია ბაიერნის აკადემიაში ირიცხება. მისი სათამაშო პოზიცია მოედანზე ათიანია, თუმცა ჯამალს ვინგბექის როლის მორგებაც შეუძლია.