პირველი მოთამაშე ბუნდესლიგის ისტორიაში  მიულერი რეკორდსმენია

პირველი მოთამაშე ბუნდესლიგის ისტორიაში მიულერი რეკორდსმენია

დღევანდელი "დერ კლასიკერი" მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველისთვის, თომას მიულერისთვის, სარეკორდო აღმოჩნდა.

ბუნდესლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "რეკორდმაისტერმა" დორტმუნდის "ბორუსია" შინ 4:0 გაანადგურა და მიულერმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მეორე ტაიმის დებიუტში სერჟ გნაბრიზე გაკეთებული ასისტი მიულერისთვის ბუნდესლიგაში მე-100 გამოდგა!

ამრიგად, თომას მიულერი გერმანიის ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც 100 საგოლე გადაცემა დააგროვა (სტატისტიკის დათვლა 2004-05 წლების სეზონიდან დაიწყო).

თომასმა მოგვიანებით 101-ე ასისტიც ჩაიწერა აქტივში. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 30 წლის გერმანელს უკვე 5 საგოლე პასი დაუგროვდა.

ბუნდესლიგის ყველა დროის ტოპ 5 ასისტენტი:

1. თომას მიულერი - 101

2. ფრანკ რიბერი - 92

3. გონსალო კასტრო - 67

4. მარკო როისი - 62

5. მაქს კრუზე - 60


10-11-2019, 02:52
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0