მათეუსი ფლიკი ბაიერნისთვის შესაფერისი მწვრთნელია

მათეუსი ფლიკი ბაიერნისთვის შესაფერისი მწვრთნელია

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და ოქროს ბურთის მფლობელმა, ლოთარ მათეუსმა, ჰანსი ფლიკი შეაქო.

"1985-88 წლებში ჩვენ "ბაიერნში" ერთად ვთამაშობდით და ვფიქრობ, რომ ის ამ სამუშაოსთვის საკმარისად კარგია.


ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, საქმეს პასუხისმგებლობით უდგება. მას აქვს კომუნიკაცია, როგორც ძირითადის, ისე სათადარიგოს მოთამაშეებთან.

ვფიქრობ, ის "ბაიერნისთვის" შესაფერისი მწვრთნელია", - განაცხადა ლეგენდარულმა გერმანელმა.

54 წლის გერმანელმა კვირის დასაწყისში, ნიკო კოვაჩის წასვლის შემდეგ, დროებითი თავკაცის როლი დაიკავა და ორივე თამაში მოიგო.

"ოლიმპიაკოსის" 2:0 დამარცხების შემდეგ დღეს მიუნხენელებმა შინ დორტმუნდის "ბორუსია" 4:0 გაანადგურეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.


10-11-2019, 03:09
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2