რუმენიგემ დაადასტურა ფლიკი მუშაობას გააგრძელებს

რუმენიგემ დაადასტურა ფლიკი მუშაობას გააგრძელებს

დორტმუნდის "ბორუსიასთან" ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ჰანსი ფლიკს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"უახლოეს ცვლილებებამდე ჰანსი ფლიკთან ერთად ვიმუშავებთ. თამაშის წინ მან აღნიშნა, რომ ეს მისთვის საფინალო ხაზია. მე კი ვიტყოდი, რომ მან საფინალო ხაზი დიდებულად გადაკვეთა. ახლა მასთან ერთად მშვიდად გავაგრძელებთ მუშაობას.

მოხარულები ვართ იმ გზით, რომლითაც დღეს საკუთარი თავი წარმოვადგინეთ. ქომაგების რეაქცია, მათი ოვაციები და შეძახილები, მკაფიოდ გამოხატავდა იმას, რომ "ბაიერნმა" აჩვენა ლამაზი ფეხბურთი", - განაცხადა რუმენიგემ.

"რეკორდმაისტერმა" ფლიკთან ერთად ორიდან ორი შეხვედრა მოიგო. "ოლიმპიაკოსის" 2:0 დამარცხების შემდეგ "ბაიერნმა" შინ მთავარი მეტოქე დორტმუნდის "ბორუსია" 4:0 გაანადგურა.


10-11-2019, 13:28
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2