დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და მეტოქე 4:3 დაამარცხა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ტომას მიულერი ამ ტურნირის ისტორიაში გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც მოახერხა და 100 გამარჯვება იზეიმა.
ცნობისთვის, კრიშტიანო რონალდომ 115 შეხვედრა მოიგო, იკერ კასილასმა კი 101.