მიუნხენის ბაიერნის 18 წლის ფორვარდმა, მატის ტელმა, რომელიც კარგ სათამშო ფორმაშია ჰარი კეინზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინგლისელი გამოცდილი ფორვარდი მას მუდმივად ეხმარება.
"ის ხშირად მესაუბრება და რჩევებიც მომცა იმის თაობაზე, თუ როგორ მივიღო ბურთი ჰაერში. კეინი ყოველთვის ჩემს გვერდით არის და მუდამ მეხმარება თამაშის გაუმჯობესებაში, რადგან თავადაც ბრწყინვალე თავდამსმხელი და ადამიანია.
მის გვერდით თამაში ძალიან სასიამოვნოა და მახარებს ის ფაქტი, რომ მხარს მიჭერს", - განაცხადა ტელმა.