კიმიხი ალაბა ერთერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია

კიმიხი ალაბა ერთერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია

მიუნხენური კლუბის უნივერსალურმა უკანა ხაზელმა, იოზუა კიმიხმა, თავისი თანაგუნდელი დავიდ ალაბა დაახასიათა.

"დავიდი ? ჩემთვის ალაბა მარცხენა ფლანგზე ფენომენალურია, მაგრამ აგრეთვე ვფიქრობ, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა ცენტრალური მცველის პოზიციაზე.

მას საოცარი ფიზიკური მონაცემები აქვს, აგრეთვე აქვს შესანიშნავი პირველი პასი და მუდმივად მშვიდად გრძნობს თავს", - განაცხადა 24 წლის გერმანელმა.

მას შემდეგ, რაც გუნდი ჰანსი ფლიკმა ჩაიბარა, დავიდ ალაბა ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოქმედებს ხავი მარტინესთან ერთად.

ფლიკმა "ოლიმპიაკოსისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ პავარი-მარტინესი-ალაბა-დეივისის ოთხეულით ითამაშა და "ბაიერნის" კარში არცერთი ზუსტი დარტყმა არ განხორციელებულა.


13-11-2019, 02:17
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2